fbpx
საბერძნეთი

მთელი ევროპა და არა მარტო საბერძნეთის გვერდით – ნახეთ, რომელი ქვეყნები და რა აღჭურვილობით ეხმარებიან ქვეყანას

საბერძნეთი ამ დროისთვის საერთაშორისო დახმრებას იღებს, რათა როგორმე მოხერხდეს გამანადგურებელ ხანძრებთან გამკლავება. ქვეყანა უკვე 6 დღეა იწვის და ცეცხლი ვერაფერმა შეაჩერა.

სოლიდარობა, რომელიც საბერძნეთს ევროპის და არა მარტო ევროპის ქვეყნებმა გამოუცხადეს, ნამდვილად ამაღელვებელია. უამრავი ქვეყანა ჩართულია ხანძართან ბრძოლაში და როგორც ვხედავთ, გარკვეული შედეგი უკვე გვაქვს.

ნახეთ, რომელი ქვეყნები და რა აღჭურვილობით ეხმარებიან საბერძნეთს:

კვიპროსი – 40 მეხანძრე და 2 სახანძრო თვითმფრინავი.

საფრანგეთი – 82 მეხანძრე, 2 დიდი თვითმფრინავი, მომდევნო ორ დღეში კიდევ 161 მაშველისა და 58 სახანძრო მანქანის ჩამოსვლაა მოსალოდნელი.

ხორვატია – 1 დიდი სახანძრო თვითმფრინავი.

რუმინეთი – 108 მეხანძრე და 21 სახანძრო მანქანა მუშაობს ევიაში.

შვედეთმა გამოაგზავნა 2 დიდი სახანძრო თვითმფრინავი.

ესპანეთი – 1 სახანძრო თვითმფრინავი.

ჩეხეთი – 13 სახანძრო მანქანა და 34 მაშველი.

გერმანია – 221 მაშველი, 46 სახანძრო მანქანა.

პოლონეთი – 143 მაშველი და 46 მანქანა.

ავსტრია – 43 მაშველი და 11 მანქანა.

სლოვაკეთი – 75 მაშველი და 39 მანქანა.

უკრაინა – 100 მეხანძრე.

ისრაელი – 16 მეხანძრე.

შვეიცარია – 3 ძლიერი სახანძრო თვითმფრინავი.

ეგვიპტე – 2 სახანძრო თვითმფრინავი.

დიდი ბრიტანეთი – 21 მაშველი.

ქუვეითი – 42 მაშველი.

კატარი – 66 მაშველი და 3 მანქანა.

მოლდოვა – 25 მეხანძრე და 4 მანქანა.

სერბეთი – 34 მაშველი და 14 მანქანა.

 

onalem

ტესტ