fbpx
საბერძნეთი

მეტროს მე-4 ხაზი ათენელების ყოველდღიურობას შეცვლის – გალაციდან გუდიმდე 17 წუთში

ათენის მეტროს მე-4 ხაზი ქალაქის მოსახლეობის ყოველდღიურობას რადიკალურად შეცვლის და მათი გადაადგილება გახდება გაცილებით სწრაფი, მეტროს ეკოლოგიურად სუფთა სისტემით და რაც მთავარია, უსაფრთხოდ.

პირველი მონაკვეთის, “ვეიკუს პარკი-გუდი”, მშენებლობის დასრულებით, 340.000 მგზავრი შეძლებს გადაადგილებას, რაც ნიშნავს, რომ გზებიდან “გაქრება” 53.000 მანქანა და ვეიკუ-გუდის მანძილის დაფარვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ 17 წუთში.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასწარი სამუშაოები, სადგურებზე მოეწყო სამშენებლო უბნები და ჭაბურღილები და როგორც ატიკის მეტროს ხელმძღვანელობა იუწყება, 2023 წლისთვის პირველი რეისები განხორციელდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ თესალონიკელებსაც მიეცათ შესაძლებლობა თავიანთი მეტრო მოენახულებინათ და სადგურებთან დიდი რაოდენობით ხალხი მივიდა. კოსტას კარამანლის განცხადებით, მრავალწლიანი ლოდინსა და ტყუილ დაპირებებს მთავრობამ საქმით უპასუხა და თესალონიკის მეტრო უკვე ბოლო სტადიაზეა.

onalem

ტესტ