fbpx
საბერძნეთი

სექტემბრიდან მაღაზიებში მხოლოდ ვაქცინირებულები?! რადიკალური ცვლილებები საბერძნეთში

უკვე ცნობილია, რომ საბერძნეთში ვაქცინაციის ვალდებულება კონკრეტული სფეროების წარმომადგენელთათვის უკვე შევიდა ძალაში. მომდევნო ეტაპზე განიხილება აღნიშნული ვალდებულების პედაგოგებისა და პროფესორებისთვის, ასევე, საჯარო მოხელეებისთვის დაწესებაც.

Protothema-ს ცნობით, რომელმაც ინფორმაცია სანდო წყაროებიდან მოიპოვა, სექტემბრიდან მთავრობამ შესაძლოა რადიკალურ ზომებს მიმართოს. აქ საუბარია საცალო ვაჭრობის საკითხზე, მაღაზიებზე, რომლებში შესვლაც შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინირებული მოსახლეობისთვის იყოს დაშვებული.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, ამ გზით არც მაღაზიები დაიხურება ისევ და სახელმწიფოსაც ხელი შეეწყობა, რადგან აღარ მოუწევს აღნიშნული ბიზნესის მფლობელთათვის კომპენსაციების გადახდა, რადგან კარანტინი და დახურვა მათ უდიდეს ზარალს აყენებს.

ფაქტობრივად, მაღაზიებიც იმ დახურულ სივრცეთა სიაში შეიძლება შევიდეს, სადაც საზოგადოების მხოლოდ აცრილი ნაწილი დაიშვება.

ყველაფერი ზემოთ აღნიშნული ჯერ დადასტურებული და გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობა ღიად ტოვებს და განიხილავს ამ საკითხებს სამომავლოდ.

onalem

ტესტ