fbpx
კრიმინალი

სერიოზული დაზიანებები თავის არეში – კლდეზე დაცემა თუ ძალადობა 30 წლის მამაკაცის მხრიდან, ვიდრე წყალში გადააგდებდა?!

დღეს 26 წლის გარიფალიას ოჯახი და მეგობრები საბოლოოდ გამოემშვიდობებიან. ტრაგიკულად დაღუპულ გოგონას 18:00 საათზე დაკრძალავენ.

ბერძნული მედია ავრცელებს დამატებით დეტალებს, რომლებიც მეტ ნათელს მოჰფენენ 30 წლის მამაკაცის მიერ ჩადენილ დანაშაულს და ზუსტად გახდება ცნობილი, რამდენად არის სულ რაღაც 26 წლის გოგონას სიკვდილი “ცუდი მომენტის” ბრალი, როგორც ის ამბობს.

ირკვევა, რომ გარიფალიას თავზე აღმოაჩნდა სერიოზული დაზიანებები, რომლებზეც ექსპერტიზა მიმდინარეობს და სულ მალე გაირკვევა, თუ რა დროს აქვს მიღებული გოგონას ეს ჭრილობები.

საუბარია ვარაუდზე, რომ ვიდრე 30 წლის მამაკაცი შეყვარებულს კლდიდან გადააგდებდა, მას ფიზიკურად გაუსწორდა და თავზე მიაყენა დაზიანებები. როგორც ექსპერტები ამბობენ, გარიფალიას აქვს ისეთი ჭრილობები, რომლებიც აშკარად კლდეზე დაცემის შედეგია, მაგრამ არსებობს ჭრილობები, რომლებიც კითხვებს აჩენს და სჭირდება გამოძიება.

პოლიცია არაფერს გამორიცხავს, დაკავებულზე კი ამბობს, რომ ის თავდაპირველად საკმაოდ აგრესიული იყო, თუმცა, საბოლოოდ დანებდა და დანაშაული აღიარა.

შეგახსენებთ, რომ ჩხუბის დაწყების მიზეზი გზის არევა იყო, რაშიც მამაკაცი გოგონას ადანაშაულებდა, კამათი სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა და 26 წლის ფარმაცევტი მან კლდიდან წყალში გადააგდო.

onalem

ტესტ