fbpx
ეკონომიკაფინანსები

საბერძნეთი: 534 ევრო მათ, ვინც სეზონზე უმუშევარი დარჩა, სახელმწიფო100% დაფარავს ΙΚΑ-ს

საბერძნეთის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თანამშრომლები, რომლებიც სეზონურად იყვნენ დასაქმებულები და პანდემიის გამო, ტურისტული სეზონიდან რამდენიმე თვის ჩავარდნის გამო უმუშევრები დარჩნენ, 543 ევროს აიღებენ.

ამრიგად, საბერძნეთის ტურიზმის სფეროში (სასტუმროები, კაფეები,ბარები) დასაქმებული ადამიანები, რომელთაც შეუჩერდათ შრომითი ხელშეკრულება, პანდემიის გამო, მიიღებენ კომპენსაციას, 534 ევროს ოდენობით და ამავე დროს სახელწიფო დაფარავს ΙΚΑ-ს ყველა საჭირო გადასახადს.

დამსაქმებლებმა საკუთარი უმუშევრად დარჩენილი თანამშრომლების კონტრაქტები შეჩერებულად უნდა წარმოადგინონ 1 ივნისიდან 30 სექტემრამდე, აქვე უნდა იყოს აღნიშნული, რომ მათ კვლავ დაასაქმებენ.

თუკი მუშაობთ ტურისტულ სეზონზე და კორონავირუსის პანდემიის ფონზე სამსახური ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ, გეკუთვნით დახმარება, 534 ევროს ოდენობით.

დეტალებთან დაკავშირებით დაუკავშირდით პირად ბუღალტერს ან დამსაქმებელს.

onalem

ტესტ