fbpx
საბერძნეთი

ძლიერი აფეთქება ღამით ΔΕΗ-ს სადგურში: 1 მილიონამდე ადამიანი დენის გარეშე დარჩა

გუშინ ღამით, 23:00 საათის შემდეგ, ასპროპირგოსში მდებარე ΔΕΗ-ს სადგურში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელიც მოკლე ჩართვამ გამოიწვია. შედეგად ატიკის რეგიონის და პელოპონისოს მაცხოვრებლები, დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი, ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა.

თითქმის ერთი საათის მანძილზე დენი არ იყო ეგალეოს, კორიდალოს, ფალეო ფალიროს, პირეას, ნეა სმირნის, ელევსინას, მანდრას, მეღარას ტერიტორიებზე.

დაზიანება შეკეთდა და მიმდინარეობს სამუშაოები, აფეთქების მიზეზის დასადგენად.

ნახეთ კადრები:

onalem

ტესტ