fbpx
საბერძნეთი

ათენის დიდ ურბანულ ცენტრებში ბინები დასაქირავებლად სულ უცრო და უფრო მცირდება, ფასები კი იმატებს

როგორც მედია იუწყება, ათენის დიდ ურბანულ ცენტრებში ბინები როგორც დასაქირავებლად, ასევე, შეძენის თვალსაზრისით, სულ უფრო და უფრო მცირდება, ხოლო არსებულ ბინებზე ფასები უკიდურესად იზრდება. ვინაიდან საბერძნეთში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც უძრავ ქონებაზე არსებულ ფასებს დაარეგულირებს, ვითარება უფრო და უფრო მწვავდება.

როგორც ირკვევა, ამჟამად არსებული მონაცემებით გასაყიდი ბინების რაოდენობა 40%-ით შემცირდა, ხოლო გასაქირავებელი ბინების რაოდენობა 37%-ით. მთავრობა ამის გამო ატარებს მთელ რიგ ღონისძიებებს, რომ მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა დაიქირავოს ბინა ხელმისაწვდომ ფასად.

საინტერესოა, თუ რა ღირს ბინის დაქირავება, უბნების მიხედვით ერთი ოჯახისთვის?

როგორც ირკვევა, ჩრდილოეთ გარეუბნებში 10 სახლიდან 9 სახლის შემთხვევაში, რომლებიც 80-დან 110 კვადრატულ მეტრამდეა, ფასი 800 ევროზე მეტია, დასავლეთ გარეუბნებში 10-დან 5 სახლის ფასი თვეში 700 ევროდან იწყება.

რაც შეეხება ათენის ცენტრში მდებარე ბინებს, 65%-ზე მეტის საფასური 700 ევროზე მეტია, ყველაზე კრიტიკულია მდგომარეობა სამხრეთ გარეუბნებში, სადაც 10-დან 8 სახლის საფასური თვეში 800 ევროზე მეტია.

პირეაზე გასაქირავებელი სახლებიდან 10-დან 5-ის ფასია 700 ევროზე მეტი, შედარებით ეკონომიურად ითვლება სახლები, რომლებსაც ამჟამად საფასური 550 ევროდან 600-მდე აქვთ. თუმცა, თუ ასეთ ბინას იპოვით, უნდა იცოდეთ, რომ ის აშენებულია 1980 წლამდე და არ აქვს ჩატარებული რესტავრაცია.

onalem

ტესტ