fbpx
საბერძნეთი

სიძვირის გამო ბერძნები სავაჭროდ ბულგარეთსა და ჩრ. მაკედონიაში მიდიან

ტელეკომპანია OPEN-ის სიუჟეტის მიხედვით ირკვევა, რომ ბერძნები გაძვირებულ ფასებთან დაკავშირებით პრობლემების გადაჭრის გზებს ეძებენ. როგორც უკვე ცნობილია, ფასები სულ უფრო და უფრო იმატებს, რამაც პრომახონას საზღვართან გრძელი რიგები შექმნა.

სად მიდიან ბერძნები?!

ჩანს, რომ ბერძნები ბულგარეთისა და ჩრ. მაკედონიის მიმართულებით გადაადგილდებიან, ვაჭრობის, განსაკუთრებით საწვავის შეძენის მიზნით. ტელეკომპანია იუწყება, რომ ძალიან ბევრია ისეთიც, ვისაც ბიდონები მიაქვს, რომ გათბობისთვოს შეიძინოს სპეციალური ზეთი.

რაც შეეხება ბენზინს, ბულგარეთში მისი საფასური 1,40 ევროა, ხოლო ჩრ. მაკედონიაში 10 ცენტით ნაკლები.

ამას გარდა, უკვე ვიცით, რომ მომატებულია ხორცის ფასიც და ტრადიციული ბერძნული გიროს საფასურმა ზოგიერთ ობიექტში 3.90 ევროს მიაღწია.

onalem

ტესტ