fbpx
საბერძნეთი

ივლისში საბერძნეთში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება – რას ამბობს პროფესორი, ნიკოს ძანაკისი?!

კრეტას უნივერსიტეტის პნევმოლოგიის პროფესორი, ნიკოს ძანაკისი პროგნოზირებს, რომ ივლისში საბერძნეთში არსებული მდგომარეობა რადიკალურად უნდა შეიცვალოს. რას გულისხმობს პროფესორი?!

“ივლისის თვეში საბერძნეთში ყველაფერი შეიცვლება, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა და ზოგადად ყოველდღიური მონაცემები არა ორჯერ, არამედ სამჯერ შემცირდება. ეს, ცხადია, უკავშირდება ვაქცინაციის აქტიურ მიმდინარეობას, 15 მაისიდან ეს პროცესი, ფაქტობრივად, პიკში შევიდა.

საერთოდ ვერ წარმომიდგენია, რომ ექიმები, რომლებიც არ არიან ვაქცინირებულნი, პაციენტებს მომსახურებას სთავაზობენ. აუცილებლად უნდა დაწესდეს მათთვის ვალდებულება ვაქცინაციაზე. ცხადია, აქ არ იგულისხმება, რომ თუკი არ სურთ აცრა, სრულიად გაათავისუფლონ სამსახურიდან, მაგრამ შეუძლიათ გადავიდნენ სხვა პოზიციაზე, სადაც არ ექნებათ უშუალო გავშირი ავადმყოფებთან. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა მჯეროდეს, რომ აცრის წინააღმდეგი ექიმების რიცხვი ძალიან ცოტაა,”აცხადებს პროფესორი.

მომდევნო თვეში ცნობილი გახდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო საკითხვებთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ