fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: რა აღარ გევალებათ ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში?!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის მთავრობა აქტიურად ცდილობს, რომ ვაქცინაციის მნიშვნელოვნებაში დაარწმუნოს მოსახლეობა. უკვე დაიწყო საუბარი ვაქცინირებულთა წახალისებასა და თავისუფლების ხარისხის გაზრდაზე.

1 ივლისიდან საბერძნეთში გადაადგილებაზე აკრძალვა სრულიად იხსნება, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, სრულდება ზომების მოხსნის ეტაპები. ვალდებულებად რჩება პირბადის მოხმარება და თვითტესტირება, გარკვეულ შემთხვევებში.

ირკვევა, რომ ვაქცინირებული პირებისთვის გაუქმდება ზემოთ აღნიშნული ორივე ვალდებულება უახლოეს მომავალში. საბერძნეთის მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, პირბადის ტარება ღია სივრცეებში მათთვის საჭირო აღარ იქნება და ცხადია, აღარ დაევალებათ არც თვითტესტირების ჩატარება, რაც აუცილებელია ზოგიერთ სექტორში მომუშავეთათვის და ასევე, სამოგზაუროდ.

ცხადია, ოფიციალური გაგდაწყვეტილებები, რომლებიც მიმდინარე თვის მანძილზე მიიღება, ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი დღიდან გადაადგიელბაზე აკრძალვა მოქმედებს 01:30 საათიდან, ნაცვლად 00:30 საათიდან. ასევე, კაფეებში დასაშვებია მუსიკის ჩართვა და სხვადასხვა ღონისძიებებზე ვიზიტორთა რიცხვი გაიზარდა.

 

onalem

ტესტ