fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

კალამატაში ჩიძირულია14 ნავი – დაზიანებულია ათობით იახტა!

ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას კალამატაში არსებული ვითარების შესახებ. გუშინდელი დღის მანძილზე, დღეს დილამდე, საერთო ჯამში პორტებში 14 ნავი ჩაიძირა, სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული მდიდრულ იახტებს.

კერძოდ, კალამატას პორტში ჩაძირულია 8 ნავი, სტუპა მანის პორტში ერთი, სამი კიტრიას თევზსაჭერ ზონაში, ერთი აკროიალის თევზსაჭერ ზონაში, ხოლო ერთი აგიოს ანდრეას თევზსაჭერ ზონაში.

კალამატას პორტის ხელმძღვანელობამ, სახანძრო სამსახურის დახმარებით გერმანული იახტიდან 54 წლის ქალი ამოიყვანა, რომელიც ტალღების სახით, ფაქტობრივად, სიკვდილს ებძროდა.

“ზორბასგან” დაზიანებული იახტების რაოდენობა 8-ს უდრის. ასევე ერთი მათგანია დაზიანებული კორონიში.

პორტების წარმომადგენლები იუწყებიან, რომ აღინიშნება მხოლოდ მატერიალური ზიანი და მოსახლეობას შორის დაშავებულები არ არიან.

იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

onalem

ტესტ