fbpx
საბერძნეთი

მომაკვდინებელი მიწისძვრის შემდეგ საბერძნეთი თურქეთს სამაშველო სამსახურს უგზავნის – უკიდურესად კრიტიკული მდგომარეობა ქვეყანაში

თურქეთში მომხდარი 7,7 ბალიანი მიწისძვრის შედეგად ქვეყანა ასობით დაღუპულსა და დანგრეულ შენობას ითვლის. კადრები, რომლებიც იქიდან ვრცელდება, შოკისმომგვრელია. მიუხედავად ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობისა, საბერძნეთი მზად არის მეზობლის დასახმარებლად და სამაშველო სამსახურს აგზავნის.

“ჩვენი ფიქრები დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებთან არის. ასევე იმ მაშველებთან, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი რესურსების მობილიზება და სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ დახმარების გასაწევად,” ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროში.

არსებული ცნობებით, საბერძნეთი თურქეთში 21 კაციან ჯგუფს აგზავნის, სპეციალური მანქანითა და ორი მაშველი ძაღლით, რომელიც ოპერაციების ჩატარებაში დაეხმარებათ.

onalem

ტესტ