fbpx
საბერძნეთი

კორონა ვირუსი: რა მდგომარეობაა ათენის საერთაშორისო აეროპორტში?!

კორონა ვირუსის ელვის სისწრაფით გავრცელების გამო, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მეთვალყურეობის ახალ სისტემას გვთავაზობს. შესაბამისად, განსაკუთრებული მდგომარეობაა გამოცხადებული ათენის საერთაშორისო აეროპორტშიც, სადაც საბერძნეთში შემოსული ჩინელები უნდა შეამოწმონ.

კერძოდ, ათენის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენილ ჩინელ მგზავრებს 1) შეამოწმებენ ინფრაწითელი თერმომეტრის გამოყენებით.

2) მგზავრებს თავიანთ ენაზე მიუთითებენ, თუ სად უნდა განლაგდნენ გაფრენის თუ ჩამოფრენის დროს, რათა შემოწმება გაიარონ.

3) განაწილდება ბროშურები ჩინურ ენაზე, სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში კორონა ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, პარალელურად კი ქვეყანა აღნიშნულ ზომებს იღებს.

onalem

ტესტ