fbpx
საბერძნეთი

“არ უნდა გამეკეთებინა პლასტიკური ოპერაციები, ადრე უკეთესად გამოვიყურებოდი” – კატერინა კენურიუ

კატერინა კენურიუმ დღეს თავისი კარიერის ადრეული წლები გაიხსენა და პლასტიკური ოპერაციების თემასაც შეეხო. გავრცელებული კადრებიდან აშკარაა, რომ კატერინა ადრე სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდა და ისიც აღნიშნა, რომ წარსულში ბევრად უკეთესი იყო.

ტელეწამყვანმა 15 წლის წინანდელ ეპიზოდებზე, როდესაც “Πρωινό Καφέ” მიჰყავდა, თქვა: “ვერ ვხვდები, რაშია პრობლემა. ერთი ტკბილი გოგო ვარ. მშვენიერი, ბუნებრივზე ბუნებრივი გოგო ვიყავი და მეტსაც გეტყვით, არ უნდა გამეკეთებინა პლასტიკური ოპერაციები, ადრე ბევრად უკეთესად გამოვიყურებოდი. 

ბევრი იმასაც ამბობს, რომ მამაკაცი ვიყავი და ქალად ვიქეცი. თითოეული ადამიანი სხვაზე იმას ამბობს, რაც უნდა. როცა ვინმეს უნდა, რომ “დამარტყას”, ამბობს, რომ პლასტიკური ოპერაციები მაქვს გაკეთებული, მაგრამ მხოლოდ მე ვარ ასეთი, ვინც ქირურგიას მიმართა?! ტელევიზორს რთავ და ხედავ, რომ უმეტესობას ჩემზე მეტი ოპერაცია აქვს გაკეთებული, უბრალოდ, ამას არ აღიარებენ,” ამბობს კენურიუ.

კატერინა ახლა:

კატერინა ოპერაციებამდე:

 

onalem

ტესტ