fbpx
საზოგადოება

20 წლიანი ქორწინების ტრაგიკული დასასრული: ბერძენმა კაცმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთად 20 წელი იცხოვრეს, 48 წლის ბერძენს ეჭვიანობის ნიადაგზე ნერვებმა უმტყუნა და საკუთარ ცოლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. შემდეგ კი, ნამოქმედარი გაიაზრა და თავი მოიკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი წყვილი ფთიოტიდაში მდებარე სახლში პოლიციამ იპოვა. შიგნით კი, ფანჯრის ჩამტვრევის საშუალებით შევიდნენ, რადგან კარი ჩაკეტილი ჰქონდათ.

როგორც ირკვევა, 20 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე წყვილს არცერთი შვილი არ გაუჩენია. ასევე ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი 50 წლის მეუღლეზე პათოლოგიურად ეჭვიანობდა და ამ დროისთვის მხოლოდ ეს ვარაუდი სახელდება მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის მიზეზად.

ქალს ტყვია სახის არეში აქვს მოხვედრილი.

onalem

ტესტ