fbpx
საზოგადოება

“გადაწყვეტილი მაქვს, რომ ჩემი ცხოვრება არასოდეს იქნება მშვიდი, დაწყებული საქართველოში ჩემი პირველი ნაბიჯებით…” – თამთა

ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა და სტილის ქალღმერთმა ინტერვიუ მისცა ჟურნალ Gala-ს, სადაც ისაუბრა, თუ როგორ ატარებს დროს კარანტინის პირობებში და რაზე ნერვიულობს ყველაზე მეტად.

რას აკეთებ კარანტინის პირობებში, რითი ხარ დაკავებული ყველაზე ხშირად?

– ძალიან ბევრს ვფიქრობ, კერძებს ვამზადებ, ვსაუბრობ ჩემს კოლეგებთან, მაწუხებს, თუ როდის გამოვა მთელი მსოფლიო ამ სიტუაციიდან. მადლიერი ვარ, რომ საქართველოში ომების გამო ორი კარანტინი უკვე გამოვიარე, გაცილებით რთულ პირობებში და ახლა, ამ ყველაფერს ბევრად მარტივად გავდივართ. 

რა არის ის, რისიც ახლა გეშინია?

– ახლა მეშინია დედაჩემის გამო, რომელიც უკვე ასაკშია და ზოგადად, ყველა იმ ადამიანის გამო, რომელიც მიეკუთვნება ვირუსისთვის მოწყვლად ჯგუფებს. ძალიან მტკივა გული, როდესაც გარდაცვალებების შესახებ ვისმენ და ყოველთვის ვცდილობ, რომ თავი ავარიდო ამ სახის ინფორმაციას.

რას გააკეთებ პირველს, როდესაც კარანტინი მოიხსნება?

– ვერ დავახარისხებ ჩემს სურვილებს, მაგრამ პირველი მინდა, რომ ჩემი ოჯახი ვნახო და ჩავეხუტო მათ, დისტანციის გარეშე… ვნახო ჩემი მეგობრები, წავიდე სტუდიაში. ეს არის პატარა და დიდი რაღაცები, რასაც ადრე მივიჩნევდით ჩვეულებრივად, მაგრამ ახლა ვნატრობთ. 

იტყოდი, რომ ამ ყველაფერმა, რასაც ახლა გავდივართ, რაღაც მხრივ შეგცვალა?!

– გადაწყვეტილი მაქვს, რომ ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იქნება გარკვეული ცდები. რომ ის არასოდეს იქნება მშვიდი. დაწყებული ჩემი პირველი ნაბიჯებით საქართველოში, პოლიტიკური დაძაბულობა, 2008 წლის კრიზისი, ახლა 2020 წლის პანდემია – ყველაფერი, რაც გამოვლილი მაქვს, მიბიძგებს, რომ ვიბრძოლო და გავხდე კიდევ უფრო ძლიერი. მე ვემხრობი სლოგანს: “რაც უნდა მოხდეს, უკეთესი დღე ყოველთვის მოვა.”

onalem

ტესტ