fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მთელი საბერძნეთი უშუქობის საფრთხის წინაშე

“ΔΕΗ-ს არ აქვს ფული და არც კოლონების შეძენა შეუძლია. ელექტრო ენერგიის მომმარაგებელი კომპანია ურთულეს მდგომარეობაშია. ΔΕΗ ვერ გახდება კერძო საკუთრება, არავინ არის იმდენად გიჟი, რომ ის იყიდოს,” აღნიშნულ განცხადებას ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრი, კოსტის ხაძიდაკისი აკეთებს.

ახალი მინისტრის ინფორმაციით, 2014 წელს კომპანიის მოგებამ 90 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო ახლა ზარალი 900 მილიონი ევრო აქვს: “ვინ აიღებს საკუთარ თავზე ამ ზარალს?! ჩვენ ვიბრძვით, რომ ქვეყანა სიბნელეში არ დარჩეს. რადგან თუ ΔΕΗ დავარდება, ქვეყანასაც იგივე მოუვა.”

ელექტრო ენერგიის სისტემა საბერძნეთში უკვე ლიმიტირებულია. გარდა ამისა,  კოლონები არ არის საკმარისად გამძლე, არც ფული ახლების შესაძენად.

კოსტის ხაძიდაკისი ასევე აცხადებს, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ უამრავი მცდარი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის 2015 წლის ზაფხულში.

onalem

ტესტ