fbpx
საზოგადოება

მილოსი – საუკეთესო კუნძული ევროპაში – ბერძნული კუნძულები მოგზაურთა სიაში პირველია

ამერიკული ჟურნალი, “Travel and Leisure”, ბერძნულ კუნძულებს მოგზაურთა სიაში პირველ ადგილებზე ასახელებს. ზღაპრული კუნძული მილოსი 2019 წელს ევროპის საუკეთესო კუნძულის სტატუსს ფლობს.

როგორც მონაცემები აჩვენებს, მეორე ადგილზე კრეტაა, მეოთხე ადგილს პაროსი იკავებს, ხოლო მეხუთე ადგილზე, საუკეთესო კუნძულთა შორის, სანტორინი სახელდება.

ჟურნალში აღნიშნულია, რომ საბერძნეთი დომინანტურ პოზიციაზეა.

კუნძული მილოსი მოგზაურებს ხიბლავს თავისი მოკირწულული ქუჩებით, ვულკანური კრატერებით, უნიკალური ქვებულებით და კრისტალური წყლით. ყველაზე დიდი დასახლება ადამანტასი, სადაც ორი მუზეუმია და უამრავი მდიდრული სასტუმრო. საკმაოდ მაღალი სტანდარტების მიუხედავად, კუნძულზე მაინც ხელმისაწვდომი ფასებია.

onalem

ტესტ