fbpx
საზოგადოებასახელმწიფო სტრუქტურები

ΕΝΦΙΑ – ქონებრივი გადასახადის დაფარვის საბოლოო ვადები საბერძნეთში

2017 წელს საბერძნეთში ქონებრივ გადასახადებთან დაკავშირებით ცვლილებებია. განსაზღვრულია დავალიანების გადახდის კონკრეტული ვადები. პირველი შენატანი ქონების მფლობელებმა უნდა შეიტანონ 2017 წლის 29 სექტემრამდე. ეს არის უკანასკნელი თარიღი გადახდისათვის. 31 აგვისტომდე TAXISnet-ის საგადასახადო სისტემა გამოქვეყნებს განცხადებას თანხის ოდენობის შესახებ.

ქონებრივი გადასახადი უნდა დაიფაროს 5 თვის მანძილზე. პირველი შენატანი 2017 წლის 29 სექტემბრამდე, ხოლო ბოლო 2018 წლის 31 იანვრამდე. გათვალისწინებულია ქონების მფლობელი ოჯახების სოციალური სტატუსი და შემოსავლის რაოდენობა (ოჯახის წევრთა რაოდენობა, შშმ პირების არსებობა ოჯახში და სხვა).

თუმცა, მიუხედავად საბერძნეთის პრემიერის, ალექსის ციპრასის მთავრობის დაპირებებისა, ქონების გადასახადი არ მცირდება. უფრი მეტიც, ცნობილი გახდა, რომ შარშანდელთან შედარებით, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც გადასახადს რეალურად იხდის, 50%-ით შემცირდა.

გადასახადის გადახდის თარიღები – ΕΝΦΙΑ:

2017 წლის 29 სექტემბერი

2017 წლის 31 ოქტომბერი

2017 წლის 30 ნოემბერი

2017 წლის 29 დეკემბერი

2018 წლის 31 იანვარი

onalem

ტესტ