fbpx
საბერძნეთი

ნეო ვუძაში, ხანძრის ტერიტორიაზე, 6 წლის ბიჭს ვერ პოულობენ

ვრცელდება ინფორმაცია (თუმცა, ოფიციალურად დადასტურებული არ არის), რომ ნეო ვუძაში, ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი მძვინვარებს, 6 წლის ბიჭს ეძებენ, თუმცა, ვერ პოულობენ.

გარდა მცირეწლოვანი ბავშვისა, გაუჩინარებულია 50 წლის მამაკაციც.

კომპეტენური ორგანოები აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა, არც უარყოფენ.

მაშველები ცდილობენ მასშტაბური ოპერაციების საშუალებით მაქსიმუმი გააკეთონ, რომ ატიკის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ხანძარს მხოლოდ მატერიალური ზარალი მოჰყვეს.

onalem

ტესტ