fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში შესვლა აუცრელებისთვის მხოლოდ ტესტის უარყოფითი პასუხით?!

ურთულესი შეხვედრა პრემიერის სასახლეში უკვე დასრულებულია. მთავრობის წარმომადგენლებმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან განმარტეს, რომ მოსახლეობის აუცრელ ნაწილს მკაცრი შეზღუდვები შეეხება.

ტელეკომპანია იუწყება, რომ არ არის გამორიცხული, ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში, მათ შორის ბანკებში შესვლისას, აუცრელებისთვის საჭირო იყოს წარმოადგინონ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი.

პარალელურად, დასტურდება, რომ ვაქცინირებული მოსახლეობისთვის შესაძლებლობები აბსოლუტურად არ შეიზღუდება.

საბერძნეთის მთავრობა, გარდა აუცრელთა შეზღუდვისა, გეგმავს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას იმ რეგიონებში, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროება არსებობს.

ბოლო დღეებში ქვეყანაში დაფიქსირებული ყოველდღიური რიცხვები განგაშის ზარი აღმოჩნდა ექსპერტთა საბჭოსთვის, რომელმაც წამოაყენა დაუყოვნებლივი მოქმედებისა და ზომების გამკაცრების საკითხი, რასაც პრემიერის მხრიდან შეხვედრის დაგეგმვა მოჰყვა.

ოფიციალური გადაწყვეტილებები საღამოს გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ