fbpx
ემიგრაციული სიახლეები

თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ბერძენ ბიზნესმენებთან შეხვედრებს განაგრძობს

✅ 2021 წლის 9 თებერვალს ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ შეხვედრა გამართა „MOUZENIDIS GROUP “-ის დეველოპერული კომპანიის პრეზიდენტთან ვლადიმირ პაპუნიდისთან.
✅ შეხვედრაზე ნოდარ კომახიძემ დეველოპერული კომპანიის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.
✅ მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გამოიკვეთება თანამშრომლობის პერსპექტივები სხვადასხვა სექტორში.
✅ ვლადიმის პაპუნიდისმა ინტერესი გამოხატა საქართველოს სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორის მიმართ და გამოთქვა მზაობა, გაგვიწიოს შუამდგომლობა სხვა დიდ დეველოპერულ კომპანიებთან, რათა მათაც განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში.
May be an image of 2 people, people sitting and indoor