fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! ხუთშაბათიდან უმკაცრესი კარანტინი ატიკაში – იხურება თითქმის ყველაფერი

კირიაკოს მიცოტაკის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ხუთშაბათიდან ატიკის რეგიონში ზომები მკაცრდება.

პრემიერის თქმით, 11 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით:

  • იხურება ყველა სკოლა
  • იხურება მაღაზიები, უქმდება Click Away-ს მეთოდი.
  • იხურება ეკლესიები
  • იხურება სილამაზის სალონები

*ღია იქნება სურსათის მაღაზიები, აფთიაქები, საცხობები, ბენზინგასამართი სადგურები და სუპერმარკეტები.

მიცოტაკის თქმით, აპრილის თვის შემდეგ საბერძნეთში ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნება, ვაქცინაციიდან გამომდინარე და სწორედ ამიტომ, ამ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია ახლა, რათა თავიდან ავიცილოთ უარესი.

ექსპერტთა საბჭომ მთავრობას აღნიშნული ზომების მიღების რეკომენდაცია მისცა, რადგან გააქტიურდა მუტაცირებული შტამის გავრცელებაც და ატიკის რეგიონში ყველაზე რთული მდგომარეობა ფიქსირდება.

ირკვევა, რომ უახლოეს მომავალში ვაქცინირებულ ადამიანთა რიცხვი საბერძნეთში 500.000-ს მიაღწევს და ქვეყანა ევროპაში ერთ-ერთი პირველია, ამ მხრივ.

შეგახსენებთ, რომ გადაადგილება მომდევნო შაბათ-კვირასაც იკრძალება 18:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე, ხოლო კვირის დღეებში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

დანარჩენ საათებში გადაადგილება დასაშვები იქნება 6 კოდის საშუალებით, როგორც აქამდე.

onalem

ტესტ