fbpx
საზოგადოება

“იოანა პლასტიკური ნიღბით იძინებს და იღვიძებს” – როგორ ცხოვრობს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სახის 93% მჟავით დაუწვეს

ახალგაზრდა ქალი, იოანა პალიოსპირუ, რომელსაც გასული წლის 20 მაისს სახეში მჟავა შეასხეს და 93% დაეწვა, ახლა პლასტიკური ნიღბით ცხოვრობს.

ირკვევა, რომ ეს ნიღაბი მის ყოველდღიურობად იქცა და დღისა და ღამის მანძილზე უკეთია. ამას გარდა, ემზადება, რომ პარიზში გაემგზავროს, რათა ექიმებმა მისი მდგომარეობა შეისწავლონ.

ანიტა ნათანაილი, რომელიც მას მხარს უჭერს და პარიზში მასთან ერთად მიემგზავრება, ამბობს, რომ იოანა ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი.

“იოანა ოპტიმისტია. ხედავს სინათლეს გვირაბის ბოლოს და იჩენს უდიდეს მოთმინებას. ის მუდმივად ატარებს ნიღაბს, ერთ სქელ, პლასტიკურ ნიღაბს, რომ სახე დაუჭიროს, ქსოვილების შეხორცება მოხდეს. პირდაპირ რომ ვთქვათ, ამ პირბადით ცხოვრობს. ამით იღვიძებს და იძინებს.

თავდამსხმელ ქალს არასოდეს ახსენებს. გაბრაზებულიც კი არ არის მასზე. საერთოდ არ ხარჯავს ენერგიას ამაში. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ხვდება, წინ უნდა წაიწიოს, რადგან ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი,” ამბობს ნათანაილი.

onalem

ტესტ