fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: 59 წლის მამაკაცმა 435.000 ევროდ გაყიდა ბინა, რომელიც მას საერთოდ არ ეკუთვნოდა

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში საერთაშორისო დონეზე ძებნილი მამაკაცი დააკავეს. როგორც ირკვევა, მან თითქმის ნახევარ მილიონ ევროდ გაყიდა სახლი, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, არცერთი %.

არსებული ცნობებით, 59 წლის მამაკაცი თესალონიკში, კორდელიოს ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მან ყალბი მინდობილობით მოახერხა და ხანდაზმული ქალბატონის ბინა ერთ-ერთ კომპანიას მიჰყიდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა და გაცემული იყო დაპატიმრების ევროპული ორდერი. ქალი, რომლის ბინაც მან გაყიდა, კვიპროსიდან არის, მინდობილობა კი, 2019 წლის აპრილში გაკეთდა. გაურკვეველია როგორ მოახერხა მამაკაცმა, რომ ბინა არა ფიზიკურ პირს, არამედ კომპანიას მიჰყიდა ისე, რომ ამ ყველაფრის შესახებ დროულად არ გამომჟღავნდა.

როგორც ირკვევა, მან არც მეტი, არც ნაკლები, 435.000 ევრო აიღო ბინის გაყიდვით, რომელიც რეალურად მას არ ეკუთვნოდა.

onalem

ტესტ