fbpx
საბერძნეთი

ბოლივუდური კლიპი საბერძნეთში, რომელსაც 120 მილიონი ნახვა აქვს

ძალიან იშვიათად ხდება ისე, რომ ბოლივუდი ვიდეო კლიპებს სადმე სხვაგან იღებდეს. ეს პროცესი ძირითადად თავად ინდოეთში მიმდინარეობს , მაგრამ ამ შემთხვევაში, საბერძნეთი, კერძოდ კი კუნძული ნაქსოსი, გამონაკლისია.

საინტერესოა, რაც გამოიწვია ვიდეო რგოლის ასეთი პოპულარობა, ადგილმა, სადაც ვიდეო გადაიღეს თუ თავად სიმღერამ “Swag Se Swagat Song”, რადგან კლიპს ინტერნეტ სივრცეში 1 თვეში უკვე 120 მილიონი ნახვა დაუგროვდა.

სიმღერა ინდური ფილმიდან “Tiger Zinda Hai” არის, რომელშიც გაერთიანებულია ყველაფერი, რაც ბოლივუდურ ფილმს ახასიათებს: სიმღერა, ცეკვა, ულამაზესი კოსტიუმები და ეგზოტიკური გარემო.

რადგანაც ადგილმდებარეობა ნაქსოსია, ყველაფერი ბევრად ეგზოტიკური და საინტერესო ხდება. კლიპმა რეკორდი მოხსნა, რადგან ბოლოს ბოლივუდურმა ვიდეომ, რომელიც ასეთ მოკლე ხანში გახდა პოპულარული, 115 მილიონი ნახვა მოიპოვა.

იხილეთ კლიპი:

onalem

ტესტ