fbpx
საბერძნეთი

“რომ არ დამებრუნებინა, ღამით ვერ დავიძინებდი” – მძღოლმა ავტობუსში თანხით სავსე საფულე იპოვა და პატრონს დაუბრუნა

თესალონიკში მომხდარი შემთხვევა კარგი მაგალითია იმისა, რომ ნამდვილად არსებობენ პატიოსანი ადამიანები, რომლებსაც, რაც უნდა ძალიან სჭირდებოდეთ თანხა, თუ მათივე გამომუშავებული არ არის, არასოდეს მიითვისებენ მას.

როგორც ირკვევა, მძღოლმა ავტობუსში საფულე იპოვა, რომელშიც დიდი რაოდენობის თანხა, საკრედიტო ბარათები და საბუთები იდო. მას არცერთი წუთით არ უყოყმანია, დაუყოვნებლივ შეატყობინა პოლიციას, რომელთაც მოკლე დროში იპოვეს ახალგაზრდა და კუთვნილი ნივთები უკლებლივ დაუბრუნეს.

“საფულე რომ არ დამებრუნებინა, ღამით ვერ დავიძინებდი. ჩვენ ამ სფეროს ადამიანები გამომუშავებაზე ვართ და კარგად მესმის, რას ნიშნავს, როდესაც ფული გჭირდება. როდესაც მის საბუთებს დავხედე, მივხვდი, რომ ჩემი შვილის ასაკის ბიჭი იყო პატრონი. წარმოვიდგინე, როგორ სჭირდებოდა სტუდენტს ეს თანხა,” აცხადებს მძღოლი.

onalem

ტესტ