fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის სახელმწიფო გმირულად დაღუპული მეხანძრის სამ შვილს 21.000 ევროს გადაუხდის

საბერძნეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო “შვილად აიყვანს” გმირულად დაღუპული მეხანძრე-მაშველის, იოანის ზაფიროპულოს სამ შვილს, რომელიც უმამოდ დარჩა.

ზაფიროპულო ევროსში, დაწყებითი სკოლის მოსწავლეების ევაკუაციის ოპერაციაში მონაწილეობდა, რა დროსაც, მანქანიდან წყლის არხში გადავარდა და დაიღუპა. მის სამ მცირეწლოვან შვილზე ამიერიდან სახელმწიფო იზრუნებს. როგორც ეს მოხდა წარსულში, 36 ბავშვის შემთხვევაში, რომელთა მამებიც სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს დაიღუპნენ.

“შვილად აყვანის” პროგრამა, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს, გულისხმობს ფინანსურ უზრუნველყოფას სრულწლოვნებამდე ან მათი სწავლის საფასურის დაფარვას, ვიდრე 25 წელი შეუსრულდებათ.

ერთ ბავშვზე განსაზღვრულია 10.000 ევრო, ორ ბავშვზე 18.000 ევრო, სამ ბავშვზე 21.000 ევრო, ხოლო ოთხ ბავშვზე 25.000 ევრო.

 

onalem

ტესტ