fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 75 წლის მოხუცს მოატყუეს, რომ ΔΕΗ-ს თანამშრომლები იყვნენ, 2.500 ევრო მოპარეს, მაგრამ დაკავების შემდეგ დაუბრუნეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ვოლოსში მოხდა, სადაც 75 წლის მამაკაცი ახალგაზრდა ბოშების მხრიდან თაღლითობისა და ქურდობის მსხვერპლი გახდა.

როგორც ირკვევა, 18 და 19 წლის ბოშები მოხუცის სახლში მივიდნენ, უთხრეს, რომ ΔΕΗ-ს თანამშრომლები იყვნენ და გარკვეული სამუშაოები უნდა შეესრულებინათ, შესაბამისად, შეძლეს, რომ სახლში შეეღწიათ და მამაკაცი სამზარეულოში ჩაკეტეს. შემდეგ ყველა ოთახი გაჩხრიკეს, რადგან დრო იმდენი ჰქონდათ, რამდენიც საჭირო იყო, 2.500 ევრო მოიპარეს და გაიქცნენ.

მოხუცმა პოლიციას შეატყობინა და ბოშები მალევე დააკავეს. მათ არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, თანხა მთლიანად დაუბრუნეს უკან და განაცხადეს, რომ გულწრფელად ნანობდნენ ჩადენილს.

არსებული ცნობებით, ორივე მათგანი გაათავისუფლეს, ვიდრე სასამართლო პროცესი შედეგბა.

onalem

ტესტ