fbpx
საბერძნეთი

“მეგონა, რომ შავი, პაკისტანელი იყო” – შოკისმომგვრელი სიტყვები ადამიანისგან, რომელმაც 36 წლის ანტონი კარიოტი გემიდან ჩააგდო

ანტონის კარიოტის მკვლელობამ ბერძნული საზოგადოება შეძრა. როგორც მეზღვაურები, რომელთაც მას ჯერ ხელი ჰკრეს და წყალში ჩააგდეს, შემდეგ კი, სრულებით არაფერი გააკეთეს მის დასახმარებლად, აცხადებენ, რომ მისი მოკვლა არ უნდოდათ და ეს ყველაფერი გაუფრთხილებლობით მოხდა.

ბერძნული მედია ავრცელებს შოკისმომგვრელ მტკიცებულებებს, რომლებიც ასახავს ამ ადამიანების განსაკუთრებულ სისასტიკეს და რაც ყველაზე შემზარავია რასიზმს. ჩანაწერში ისმის, როგორ ამბობს მეზღვაური, რომ ანტონი შავი, პაკისტანელი ეგონა და არა ბერძენი, რაც ნიშნავს, რომ ამ ადამიანისთვის ეს გასამართლებელი საბუთია, თვლის, რომ უფლება აქვს ასე მოექცეს პაკისტანელს ან ფერადკანიან ადამიანს. აღნიშნულს ამბობს ისე, რომ სრულებით დარწმუნებულია სხვები გაგებით მოეკიდებიან.

“მეგონა, რომ შავი ან პაკისტანელი იყო. გარეთ იყო და აქეთ-იქით დადიოდა. არ უჩვენებია არანაირი ბილეთი, ამიტომ მეგონა, რომ არ ჰქონდა ბილეთი. მითხრა, რომ გაემგზავრებოდა,” ამბობს მამაკაცი, რომელმაც ანტონის ხელი ჰკრა.

იხილეთ ტელეკომპანია Mega-ს სიუჟეტი:

onalem

ტესტ