fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ეგეოსის ავიახაზები თესალონიკიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ეგეოსის ავიახაზები 2023 წლის 2 ივნისიდან თბილისი – სალონიკი -თბილისი საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია რეისებს კვირაში ორჯერ, კერძოდ, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს,  A320neo ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს.

Aegean Airlines -ი საბერძნეთის წამყვანი ავიაკომპანიაა, რომელიც თითქმის 25 წელია აქტიურად ეწევა საავიაციო საქმიანობას. ეგეოსის ავიახაზებს ქართველი მოგზაურები უკვე დიდი ხანია იცნობენ, რადგან ფრენებს აქამდეც სთავაზობდა საქართველოდან საბაერძნეთის მიმართულებით, კერძოდ კი თბილისი ათენის საჰაერო ხაზზე.

ბილეთების დასაჯავშნათ შეგიძლიათ მიმართოთ Need Travel-ს!

მისამართი: წერეთლის 116 დიდუბე პლაზა, სართული 3, ოფისი 343
საკონტაქტო: +995 597665555 (viber/whatsapp)