fbpx
საბერძნეთი

ერთი ქირურგიული და ერთი ქსოვილის პირბადე – ორმაგი პირბადის გამოყენების იდეა საბერძნეთში

როგორც უკვე ცნობილია, გუშინ ვანა პაპაევანგელუმ ორმაგი პირბადის საკითხზე ისაუბრა. ამ დროისთვის არ არსებობს ვალდებულება, მაგრამ ექსპერტთა საბჭო მომდევნო კვირაში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს, დაწესდება მსგავსი ვალდებულება, თუ დარჩება მხოლოდ რეკომენდაციად.

“როდესაც ვსაუბრობთ ორ პირბადეზე, ვგულისხმობთ ქვემოდან ქირურგიულ პირბადეს, ხოლო ზემოდან ქსოვილის პირბადეს. ქსოვილის პირბადეზე საუბრისას ვგულისხმობთ, რომ ის უნდა იყოს შეკერილი ხარისხიანი ქსოვილისგან, უნდა იყოს სქელი და ჰქონდეს სამი ფენა.

თუკი ორი ადამიანი ატარებს თითო-თითო პირბადეს, უსაფრთხოების დონე 84,3%-ია, ხოლო თუკი ორი ადამიანი ატარებს ორ-ორ პირბადეს, ეს დონე იზრდება 96%-მდე.

როდესაც ვატარებთ ნიღაბს, უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვერდებში არ გვაქვს სიცარიელე, საიდანაც ჩვენ მიერ ამოსუნთქული ჰაერი გამოვა. ერთი ფენის მქონე ქსოვილის ნიღაბი არ უზრუნველყოფს საკმარის დაცვას. 

ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი ნიღბები ხშირად უნდა ვრეცხოთ და ვაუთოვოთ. ხშირად ვხედავთ, რომ ადამიანები ატარებენ პირბადეებს ნიკაპსა და ყელზე და არ აქვთ დაფარული ცხვირი და პირი, ეს ნიშნავს, რომ არც თავად არიან დაცულები და არც სხვები, მათ გარშემო,” განაცხადა პაპაევანგელუმ.

onalem

ტესტ