fbpx
საბერძნეთი

“ვაქცინა არის უსაფრთხო, ეჭვის მქონე ადამიანები უნდა დავარწმუნოთ ამაში” – კირიაკოს მიცოტაკი ვაქცინაციის ცენტრიდან

კირიაკოს მიცოტაკი მარუსში, ვაქცინაციის ცენტრ Helexpo-ში იმყოფებოდა. აღნიშნული ცენტრი 15 თებერვალს გაიხსნება და სწორედ ამიტომ პრემიერი ადგილზე, საკუთარ გუნდთან ერთად, ერთგვარი ინსპექციის მიზნით მივიდა.

“ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილნი ვაქცინის მიმართ, რომ ის ნამდვილად უსაფრთხოა. მჯერა, რომ მთელი პროფესიონალიზმი, რომლითაც ეს საქმე კეთდება და რომელშიც მონაწილეობას იღებენ შეიარაღებული ძალები, ამ მესიჯს კიდევ უფრო აძლიერებს,” განაცხადა მიცოტაკიმ.

პრემიერმა წარმატება უსურვა ასევე თესალონიკში ვაქცინაციის ახლადგახსნილ ცენტრს და დიდი მადლობა გადაუხადა აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც ამ ინტერდისციპლინარული საქმიანობით არის დაკავებული.

მიცოტაკისთან ერთად მარუსში იმყოფებოდნენ ნიკოს ხარდალიასი, კონსტანტინოს ფლოროსი და სხვა მაღალჩინოსნები.

onalem

ტესტ