fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძენი ქალი, რომელიც თანამშრომლებს 300 ევროს გამო გაღიმებას “სთხოვდა”, სამსახურიდან გაათავისუფლეს

ამბავი, რომელიც საბერძნეთში ძალიან ცნობილი სუპერმარკეტების ქსელში მოხდა სწრაფად გავრცელდა მედია სივრცესა და სოციალურ ქსელში.

როგორც უკვე ცნობილია, ერთ-ერთი ფილიალის დირექტორი My Market-ის თანამშრომლებს 300 ევროს უხდიდა და ამისთვის ღიმილით მუშაობას სთხოვდა. ფაქტობრივად, ეს იყო მიზეზი, რის გამოც უნდა გაეღიმათ  და ასევე, მათთან გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ 300 ევროს თუ 0-ს შეადარებდნენ, 300%-ით მეტი გამოდიოდა.

არსებული ინფორმაციით, დირექტორი წერილების გაგზავნის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა, როცა დამსაქმებელი წერილობითი სახით უხსნიდა თანამშრომლებს, რომ ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ, რადგან სამსახური ჰქონდათ და 300 ევროს იღებდნენ.

onalem

ტესტ