fbpx
კრიმინალისაზოგადოება

საბანი 4.000 ევროდ – როგორ მოატყუეს ბერძენი ქალი ბოშებმა?!

თუკი რაიმე სახლთან ახლოს და ძალიან იაფად შემოგთავაზეს, აუცილებლად იფრთხილეთ. რატომ?! იმიტომ, რომ ბერძენ ქალს ეგონა, სასურველ ნივთს ძალიან იაფად ყიდულობდა, თუმცა, სინამდვილეში 4.000 ევრო დაუჯდა.

ბოშებმა ის დაარწმუნეს, რომ ეყიდა საბანი, რომელსაც გზადაგზა გასაყიდად დაატარებდნენ. ქალმა ისინი სახლში შეიპატიჟა და დიდი შეცდომა დაუშვა, როცა მათ თვალწინ გახსნა კარადა, სადაც 4.000 ევროს ინახავდა. ცხადია, იქიდან მცირე რაოდენობა უნდა აეღო, რადგან საბანი საკმაოდ მიმზიდველ ფასად შესთავაზეს.

როგორც კი ბოშებმა დაინახეს, რომ ბერძენ ქალს დიდი თანხა ედო, მაშინვე შეუდგნენ მოხერხებული გზით ფულის ჯიბეებში ჩაწყობას.

როცა ისინი წავიდნენ, ბერძენი მიხვდა, რომ 4.000 ევროდან 1 ცენტიც აღარ ჰქონდა.

პოლიცია მათი ადგილსამყოფელის დასადგენად სრული დატვირთვით მუშაობს.

onalem

ტესტ