fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: 22 წლის გოგონა სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, თუ რა გახდა 22 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი, რომელიც ათენში, საცხოვრებელ სახლში საღამოს საათებში იპოვეს. პოლიცია იუწყება, რომ მის ცხედართან გარკვეული წერილი იყო დატოვებული, თუმცა, რა წერია მასში, უცნობია.

ამავე წყაროს ინფორმაციით, გოგონა სტუდენტი იყო და ეგალეოში ცხოვრობდა, წარმოშობით კი პირგოსიდან იყო.

ახლობლები ვერ ასახელებენ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც გოგონას შესაძლოა თავი მოეკლა. თვითმკვლელობა ერთადერთი ვერსიაა, რომელსაც პოლიცია ამ დროისთვის განიხილავს. მაგრამ  რა გზით მოიკლა მან თავი, გაურკვეველია.

სახლს არ ეტყობა ძალადობის კვალი, რის გამოც, გამორიცხა კრიმინალური დანაშაულის ფაქტორი.

დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების საქმეს ნათელს მოჰფენს.

 

onalem

ტესტ