fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციამ ორი ალბანელი დააკავა, რადგან სამშენებლო მასალა კოკაინში აერიათ

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ თესალონიკში ორი მამაკაცი დააკავა, რადგან მანქანაში საეჭვო ფხვნილი აღმოუჩინეს.

ირკვევა, რომ დაკავებულები განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო ნაპოვნი ნივთიერება ექსპერტიზაზე გადაგზავნეს. მათი ბრალდება, ცხადია, ნარკოტიკების ტრეფიკინგი იყო.

მიუხედავად ოფიცერთა მონდომებისა, აღმოჩნდა, რომ ნაპოვნი ფხვნილი უბრალოდ სამშენებლო მასალა იყო, კერძოდ კი, ხის წებო, რომელსაც მანქანაში არსებული მაღალი ტემპერატურის გამო, მდგომარეობა ჰქონდა შეცვლილი და ფხვნილს დამსგავსებოდა. აქედან გამომდინარე პოლიციამ ის კოკაინად მიიჩნია.

მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვა, 38 და 44 წლის ალბანელი მამაკაცები დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ორი დღის მანძილზე იყვნენ დაკავებულები, ჩამოართვეს ტელეფონები, მანქანა და 2.900 ევრო.

ყველაფერი ზემოთ აღნიშნული მათ უკან დაუბრუნდათ.

onalem

ტესტ