fbpx
მსოფლიო

რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ხალხი ყველაზე ბედნიერად და რამდენად ბედნიერები არიან ბერძნები? – საინტერესო კვლევა

უკვე ზედიზედ მე-5 წელია, რაც ფინეთი “მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნის” სტატუსს ატარებს. ამ სიაში ბოლო ადგილებს ლიბანი და ავღანეთი იკავებენ, ხოლო საბერძნეთმა 150 ქვეყანას შორის ერთი ნაბიჯით წინ წაიწია და 2021 წელს თუ 68-ე იყო, ახლა 67-ე ადგილზე დგას.

საუბარია კვლევაზე, რომლის მიზანიც არის დაადგინოს, თუ რომელი ქვეყნის მოსახლეობა ცხოვრობს ყველაზე ბედნიერად.

10 ბალიანი სისტემიდან ფინელ ხალხს, ბედნიერების მაჩვენებელი 7,82 აქვს, რითიც უსწრებს დანიას, ისლანდიას, შვეიცარიას და ჰოლანდიას.

სამი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი და შესაბამისად, მათი ბედნიერების მაჩვენებელიც საგრძნობლად არის გაზრდილი, არის: სერბეთი, ბულგარეთი და რუმინეთი.

ამ სიაში ყველაზე უკანა საფეხურზე იმყოფებიან: ლიბანი, ვენესუელა, ავღანეთი. ლიბანში მძიმე ეკონომიკური კრიზისის გამო მოსახლეობა არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია, აქედან გამომდინარე ეს ქვეყანა ზიმბაბვესაც კი ჩამორჩება და ერთადერთი, რომელ ქვეყანასაც უსწრებს, ავღანეთია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბერძნეთი 150 ქვეყნის რეიტინგში 2022 წელს უკვე 67-ე ადგილს იკავებს.

ბედნიერი ქვეყნების სიაში თითქმის ყოველთვის სკანდინავიური ქვეყნები ლიდერობდნენ. 2017 წელს პირველი ადგილი ნორვეგიას ეკავა, ხოლო კიდევ უფრო ადრე, წლების მანძილზე პირველ ადგილს ინარჩუნებდა დანია. ახლა კი, თითოეულ მათგანს ფინეთმა გადაასწრო.

onalem

ტესტ