fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში კორონავირუსის შემთხვევათა ზრდას პროგნოზირებენ – რა ვითარება იქნება აღდგომას?!

პროფესორმა მატინა პაგონიმ ტელეკომპანია Mega-სთან საბერძნეთში არსებულ და მოსალოდნელ ვითარებაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, დელტა მუტაციის აფეთქება უკვე დასრულდა და ვინაიდან ომიკრონი დომირირებს, ინფიცირებულთა რიცხვის გარკვეულწილად მატებაა მოსალოდნელი.

“მოსალოდნელია ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა, ვინაიდან გვქონდა დღესასწაულები და მოიხსნა პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულებაც. ეპიდმდგომარეობა ძალიან ნელი ტემპით გაუმჯობესდება და აღდგომამდე კრიტიკული მაჩვენებლები შემცირდება.

ფიქსირდება ჰოსპიტალიზირებულთა რიცხვის 8%-10%-ით მატება, მაგრამ მთავარია ამ ყველაფერს არა დელტა, არამედ ომიკრონი იწვევს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ვაქცინირებულები კოვიდს მარტივად გადაიტანენ, აუცრელი შესაძლოა საავადმყოფოში მოხვდეს, გართულებული მდგომარეობით, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო,” განაცხადა პროფესორმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპერტთა საბჭოს წევრმა, გიგას მაიორკინიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ აღდგომამდე ვაქცინაციის სერთიფიკატებიც კი შეიძლება გაუქმდეს, რაც ერთის მხრივ გაკვირვებას იწვევს, ვინაიდან ამჟამინდელი ზომების მიხედვით, სერთიფიკატმა რომ ძალა შეინარჩუნოს, მესამედ აცრა უნდა მოხდეს მე-2 დოზის მიღებიდან მაქსიმუმ 7 თვეში.

პაგონი კი პროგნოზირებს, რომ აღდგომისთვის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ დამაკმაყოფილებელი იქნება და სავარაუდოდ, ამ მოსაზრებას იზიარებს ექსპერტთა საბჭოც.

onalem

ტესტ