fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: პროფესორები დაჟინებით ითხოვენ მაღაზიების, კაფეებისა და სკოლების გახსნას

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში პროფესორთა ნაწილი დაჟინებით ითხოვს, რომ გაიხსნას სკოლები, მაღაზიები და ტავერნები. შესაძლოა მსგავსი დამოკიდებულება გასაკვირია, მაგრამ ამ მოსაზრებამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ნათელი გახდა, რომ არსებული კარანტინი საზოგადოებას აიძულებს ერთმანეთის სახლებში მოიყარონ თავი.

“ჩვენი მიზანია, რომ სხვადასხვა დაწესებულებები უსაფრთხოდ გავხსნათ. უნდა ამუშავდეს ეკონომიკა, გაიხსნას მაღაზიები, სკოლები და კაფეებიც, რომ ადამიანები არ იკრიბებოდნენ დისტანციების გარეშე.

რომ არ გვქოდეს კარანტინი, დღევანდელი ციფრები იქნებოდა ხუთჯერ დიდი. მიუხედავად ამისა, კარანტინმა უკვე ცუდი შედეგებისკენ წაგვიყვანა. ამიტომ საჭიროა, რომ გავიხსნათ, მაგრამ ნელ-ნელა და არა ჰორიზონტალურად.

უნდა აღვნიშნო, რომ არ ვხსნით იმიტომ, რომ კარგად ვართ, არამედ იმიტომ, რომ უკეთესად გავხდეთ. ეს უკვე აუცილებლობაა.

ტავერნები და რესტორნები უნდა გაიხსნას. ადამიანებს უნდა შეეძლოთ კაფეში ყავის მირთმევა, რადგან დისტანციებით ისხდებიან, განსხვევებით პარკებისა და ერთმანეთის სახლებისა,”ამბობს პროფესორი, მანოლის დერმიძაკისი.

onalem

ტესტ