fbpx
საბერძნეთი

ქალი 5 საათის მანძილზე ცურავდა, რათა ცეცხლისგან თავი დაეღწია

შოკისმომგვრელია იმ ქალბატონის ჩვენება, რომელიც მატის ცეცხლს დრამატული გზით გადაურჩა, ზღვაში ჩახტა და 5 საათის განმავლობაში ცურავდა.

“ჩვენ ზღვაში შევედით, დავინახეთ, რომ სხეულზე ცეცხლი გვედებოდა, ჩემი და კლდეზე დავტოვე, მოულოდნელად ტალღამ გამიყოლა, ევიისკენ “, – განუცხადა ტელეკომპანია Alfa-ს ქალმა, რომელიც აშკარად შოკშია თავისი თავგადასავლებით.

მან თქვა, რომ ზღვაში ხუთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

“სხვა ადამიანებთან ერთად ვიყავი, ყველა ერთად უკან მივდიოდით, სადაც კვამლი იყო, ღამდებაო ვამბობდით, უნდა დავბრუნებულიყავით. ჩვენ მთვარისა და მზის მიხედვით ვანგარიშობდით. მოულოდნელად დავინახეთ რაფინა. რაფინაში შევედით, მაგრამ ტალღას უკან ვერ გამოვყავდით, შეუძლებელი იყო “, – თქვა მან.

“ჩვენ ყველანი ერთად ვყვიროდით, რომ დაგვხმარებოდნენ. შემდეგ თევზსაჭერი ნავი გამოჩნდა და როგორც კი  ნავზე აგვიყვანეს, მე ვუთხარი კაპიტანს, ბევრი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანია ევიისკენ, სადაც უმეტესობა ტალღამ წაიყვანა, აცნობეთ პორტს, თუმცა, არავინ გამოჩენილა “, – განაცხადა ქალმა.

onalem

ტესტ