fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: იპოვეთ ყალბი ქვითარი და მოიგეთ 2.000 ევრომდე

დაახლოებით 1 კვირაში მზად იქნება სპეციალური აპლიკაცია, სახელად “აპოდიქსი”, რომლის საშუალებითაც ყველა მოქალაქეს შეეძლება, რომ შეამოწმოს რამდენად ნამდვილი და სწორია ქვითარი, რომელსაც სხვადასხვა პროდუქტების შეძენისას აძლევენ.

ამრიგად, თუ ამ აპლიკაციის საშუალებით დაასკანერებთ ქვითარს და აღმოაჩენთ, რომ ის ყალბია, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ ამის შესახებ ΑΑΔΕ-ს და დაჯილდოვდებით თანხით, რომლის ოდენობამაც შეიძლება 2.000 ევროს მიაღწიოს.

ახალი ციფრული აპლიკაციით ქვითრების შემოწმება ძალიან მარტივი იქნება, იპოვით ქვითრის QR კოდს და დაასკანერებთ, რომ შედეგი ნახოთ. შემდეგ ინფორმაცია მიეწოდება ΑΑΔΕ-ს სისტემას და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ქვითარი არარელევანტურია, გადამხდელი, რომელმაც დარღვევა აღმოაჩინა, მიიღებს თანხას ჯილდოს სახით, რომელიც შეიძლება 10-ჯერ აღემატებოდეს ქვითარზე არსებულ რაოდენობას. ზედა ზღვარი, მიღებული თანხის თვალსაზრისით, 1.500-2.000 ევროა.

დეტალები აღნიშნულის შესახებ უახლოეს მომავალში გავრცელდება, როდესაც პარლამენტში საკითხს განიხილავენ.

onalem

ტესტ