fbpx
პოლიტიკა

“არ მესმის, რატომ მაკრიტიკებენ, ჩვენ ხომ სწორედ ყველაზე დაუცველების დახმარებაზე ვართ ორიენტირებულები” – კირიაკოს მიცოტაკის

პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ Sfera 102,2-სთან ინტერვიუში ისაუბრა არა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ საკუთარ თავსა და ოჯახურ ცხოვრებაზე.

“მე იმ ადამიანთაგანი ვარ, რომელთაც დილით ადრე ადგომა უყვართ. 7-ს რომ 15 წუთი აკლია მაშინ ვიღვიძებ და თუ ვასწრებ, ვვარჯიშობ კიდეც. ვისურვებდი, რომ რადიოს მოსმენა უფრო მეტი დროით შემეძლოს, ძირითადად მუსიკალურ არხებს ვუსმენ. ვფიქრობ, რომ ინტერნეტს საკმაოდ ტოქსიკური გავლენა აქვს ბევრ ადამიანზე, კარგი იქნებოდა, რომ ნაკლები გინება და ლანძღვა იყოს. ჯანსაღი და სწორი ფორმის კრიტიკით, სავარაუდოდ, უფრო მეტად განვვითარდებით. სიმართლე რომ გითხრათ, არ მესმის, რატომ მაკრიტიკებენ ასე, ჩვენ ხომ სწორედ ყველაზე დაუცველების დახმარებაზე ვართ ორიენტირებულნი. ყველაზე მეტი შეღავათი ეძლევათ სწორედ მათ, ვინც ყველაზე გაჭირვებულია.”

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მიცოტაკიმ თქვა: “მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, რომ კვირაში ერთხელ მაინც გავიდეთ გარეთ ერთად, კერძებს  სახლში მე არ ვამზადებ, არ მეხერხება.”

მიცოტაკის ასევე ჰკითხეს, თუ რატომ არ არის უფრო დაბალი ასაკობრივი ზღვარი (40 წლამდე) იპოთეკური სესხის მიღებისთვის, რომელიც ახლახანს დაანონსდა, რაზეც მან უპასუხა: “ეს არის ძირითადად ახალგაზრდებზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც ერთგვარი შვება იქნება ქირის გადახდის თვალსაზრისით. ისინი იხდიან გაცილებით მეტ თანხას, ვიდრე უნდა იხდიდნენ. სესხის აღება შესაძლებელი იქნება 2023 წლიდან და გათვლილი იქნება თავდაპირველად 10.000 ბენეფიციარისთვის. მზად ვარ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეტი რესურსი გამოვყო და გავაფართოვო პროგრამა”

onalem

ტესტ