fbpx
საბერძნეთი

ტესტის უარყოფითი პასუხით კაფეებსა და ტავერნებში – აკრძალვები ასაკის მიხედვით საბერძნეთში

როგორც უკვე ცნობილია, გუშინდელი დღიდან, 13 სექტემბრიდან, ძალაში შევიდა ახალი ზომები, აკრძალვები აუცრელი პირებისთვის და პრიორიტეტი მიენიჭათ მათ, ვინც სრულად არის ვაქცინირებული კორონავირუსის წინააღმდეგ.

მთავრობის გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებს, რომლებიც არ არიან აცრილნი, შეეძლებათ კაფეებში, ტავერნებსა და რესტორნებში, შიდა ტერიტორიებზე შევიდნენ სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხით (Rapid Test), რომელიც ჩატარებული იქნება ბოლო 48 საათის მანძილზე.

ხოლო 17 წლიდან პირებს აქვთ ვალდებულება წარმოადგინონ ან ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ გადაიტანეს კორონავირუსი.

პირებს 17 წელს ზემოთ, რომლებიც არც ვაქცინირებულნი არიან და არც ვირუსი აქვთ გადატანილი, არ აქვთ უფლება შევიდნენ კაფეების, ტავერნების, რესტორნების, ბარების შიდა ტერიტორიებზე.

რაც შეეხებათ 5-დან 11 წლამდე ბავშვებს, რომლებზეც ჯერ არ არის დამტკიცებული ვაქცინაცია, მშობლებს შეუძლიათ ჩაუტარონ თვით-ტესტირება და ამგვარად შეიყვანონ დახურულ სივრცეებში. ტესტი გაკეთებული უნდა იყოს 24 საათით ადრე.

 

onalem

ტესტ