fbpx
საბერძნეთი

140 პოლიციელი ათენის ყველა მეტროსადგურთან განაწილდება – რის წინააღმდეგ იმუშავებენ?!

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციის ოფიცრები უახლოეს პერიოდში მეტროსა და ელექტრო მატარებლის (ტრენო) ყველა სადგურში განაწილდებიან. საუბარია 140 პოლიციელზე, რომელიც სადგურებში იმუშავებს და გააკონტროლებენ სიტუაციას, ჯიბის ქურდობების თავიდან ასარიდებლად.

ოფიცრების სადგურებში არსებობა აუცილებელია, ვინაიდან განსაკუთრებით მომრავლდა ნივთების დაკარგვის ფაქტები და ამავე დროს, 15 მაისს იხსნება ტურისტული სეზონიც. ტურისტები ჯიბის ქურდებისთვის ყველზე ხელსაყრელი “მასალაა” და ისინი აქტიურად იყენებენ მეტროს გადასაადგილებლად. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი მოქალაქეების გარდა, ტურისტების დაცვა საბერძნეთის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა.

გარდა ამ ყველაფრისა, სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა მეტროს თანამშრომლის სასტიკი ცემის ფაქტი, ახალაგზრდა ბიჭების მხრიდან და ოფიცრების განლაგებით, მოხდება მსგავსი შემთხვევების პრევენცია.

სამინისტრო შემუშავებულ გეგმას უახლოეს პერიოდში განახორციელებს.

onalem

ტესტ