fbpx
საბერძნეთი

რეგიონებს შორის მიმოსვლა აკრძალულია, ათენელები აღდგომისთვის ვილებს ატიკაში ეძებენ – ჯავშნები 80%-ს აღწევს

გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონებს შორის გადაადგილება აკრძალულია, ათენელები აღდგომის დღეების გასატარებლად ვილებს ატიკის მასშტაბით ეძებენ. ირკვევა, რომ ამ დროისთვის ჯავშნების რაოდენობა 80%-ს აღწევს, ხოლო მომდევნო 24 საათში 100%-იან გადავსებას ელოდებიან.

ათენის მოსახლეობა მოკლევადიან “გაქცევას” წითელი პარასკევიდან აღდგომის ორშაბათამდე გეგმავს და დაჯავშნული აქვთ ვილები სხვადასხვა ადგილას, ოჯახთან ერთად წასასვლელად.

როგორც ირკვევა, ყველაზე იაფი კერძო ბინების ქირაობა, რომელთაც 2-3 საძინებელი აქვთ, დღეში 80-100 ევროდ არის შესაძლებელი, თუმცა, ცხადია, არსებობს ვილები, რომელთა ფასებიც დღეში 1.000-1.200 ევროდან იწყება.

ამ დროისთვის ყველაზე მოთხოვნადი ისეთი სახლებია, რომლებსაც აქვთ ხორცის შესაწველად გამოყოფილი ადგილები და უმეტესობა ირჩევს ვილებს, სადაც შესაძლებელია განთავსდეს 8-ზე მეტი ადამიანი და აქვს ოთხი ან მეტი ოთახი.

აღდგომის დღესასწაულზე კერძო საკუთრებებს ძირითადად ადგილობრივები ქირაობენ, თუმცა, უცხოელებისგან ჯავშნები უკვე არსებობს აგვისტოსა და სექტემბრის თვეებზე.

 

onalem

ტესტ