fbpx
საბერძნეთი

“არ მახსოვს, რა მოხდა, ალბათ გასაღები გაიჭედა და შემდეგ ისევ გასწორდა” – ლარისას სადგურის თანამშრომლის ჩვენება, რომელიც 7 საათი გაგრძელდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ლარისას სადგურის თანამშრომელმა, 59 წლის ვასილის სამარამ ოფიციალური ჩვენება მისცა, რომელიც 7 საათზე მეტი გაგრძელდა. როგორც ჩანს, სამარა ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა დააკისროს მატარებლების მემანქანეებს, თავის პოზიციაზე მომუშავე სხვა თანამშრომლებს, პარალელურად, ხაზს უსვამს საკუთარ შეცდომებსაც და დატვირთულ სამუშაოს.

“პოლიციამ დამირეკა და მკითხა, გვქონდა თუ არა რაიმე შეჯახება, ან მატარებლის რელსებიდან გადავარდნა. როდესაც მათთან საუბარი დავასრულე, სახანძრო სამსახურიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ევანგელისმოს ტერიტორიაზე მატარებლები შეეჯახნენ. არ შემიძლია მივხვდე, რა როგორ მოხდა, არაფერი მახსოვს. რაც შეიძლება ვივარაუდო არის ის, რომ პანელზე გასაღები გადავატრიალე, ვინაიდან 2597 შევიდა, ნათურები თეთრი იყო, სავარაუდოდ, გასაღები მომენტალურად გაიჭედა და შემდეგ ისევ გასწორდა, ისე, რომ ნათურების ფერი არ შეცვლილა.

თუ ნათურის ფერი თეთრია და არ ციმციმებს, ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოება დაცულია და მატარებლებს შეუძლიათ გაიარონ პირდაპირაც და დიაგონალზეც, თუ ნათურა თეთრია, მაგრამ ციმციმებს, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისმა თანამშრომელმა უნდა გამოაგზავნოს სპეციალისტი და ეს გასაღები ჩაკეტოს. თუ ნათურა წითლად ანათებს, ეს ნიშნავს ხარვეზს. ელექტროპანელის შესახებ ჩემი ცოდნა არის შემდეგი: გადავატრიალო გასაღებები ხელით და მატარებლებს კურსი/მიმართულება ვაჩვენო.

ინციდენტის წინა დღეს, 05:00 საათზე, 116 და 115 გასაღებები არ იკეტებოდა, შეკეთება ვცადე, მაგრამ ვერ მოვახერხე და თანამშრომელი გავაგზავნე ამისთვის, მაგრამ სანამ ის ადგილზე მივიდა, გასაღებები ამუშავდა, იკეტებოდა და ეს ადამიანი უკან გავაბრუნე.”

ეს არის ნაწყვეტი 59 წლის მამაკაცის ჩვვენებიდან, რომელზეც გარდაცვლილთა ოჯახების ადვოკატი აცხადებს, რომ არ არის დამაჯერებელი და ბოლომდე იბრძოლებენ იმ მიზეზების სიღრმისეულად გამოსაძიებლად, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

onalem

ტესტ