fbpx
საზოგადოება

კარგმა ამინდმა ბერძნებს კორონავირუსი დაავიწყდა და კვლავ გარეთ გამოვიდნენ

რამდენიმე დღიანი უამინდობის შემდეგ ხალხს კარგმა ამინდმა კორონავირუსის საფრთხე დაავიწყა და ქუჩებში კვლავ დაუჯერებელი სურათი იქმნება. ფლისვოს სანაპიროზე უამრავი ადამიანი შეინიშნება, მაგრამ ვერსად ნახავთ დისტანციას მათ შორის.

ათენის რამდენიმე უბანში, ასევე თესალონიკში, რთული მდგომარეობაა ბაზრებშიც, რადგან რამდენიმეგან არც დახლები დგას ერთმანეთისგან მოშორებით და არც ხალხი იცავს დისტანციას.

პოლიცია განსაკუთრებით აქტიურად მუშაობდა პაგრატსა და ვარნავას სკვერში, რათა ხალხი ერთმანეთისგან დაეშორებინათ, ხოლო ყავით ხელში მოსიარულეებისთვის სახლში წასვლისკენ მოეწოდებინათ.

თესალონიკის ბაზარი:

onalem

ტესტ