fbpx
საზოგადოება

ომონიის ქუჩებიდან ათენის უნივერსიტეტის პროფესორობამდე – ქალი, რომელმაც 11 წელი შვილების გარეშე გაატარა

ელენი მენეღაკის გადაცემის საშუალებით გავიცანით ქალბატონი, რომლის ისტორიაც, უბრალოდ, დაუჯერებელია. ფოტინი ლეობილა არის ადამიანი, რომლის ცხოვრებაც ერთი უკიდურესობიდან მეორისკენ შეიცვალა და პროგრესი, რომელიც მან საკუთარ თავზე მუშაობით განიცადა, ნამდვილად დასაფასებელია.

როგორც ქ-ნ ფოტინი ამბობს, ახალგაზრდობიდან ნარკოტიკებზე დამოკიდებული იყო, რამაც ცხოვრების 18 წელი წაართვა.

“ვეძებდი სიყვარულს, სითბოსა და ზრუნვას და რომ ვერსად ვპოულობდი, არასწორი გზა ავირჩიე. დავქორწინდი მამაკაცზე, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და ორი შვილი გვეყოლა. ვფიქრობდი, რომ დედობა ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა, მაგრამ როდესაც საკუთარი თავი არ გიყვარს, ბავშვის ამქვეყნად მოვლენაც არ გეხმარება. დამხრჩვალ ადამიანს რომ თმით იჭერ, ეს ამაოება და ილუზიაა. ჩვენ არ ვვარგოდით მშობლებად.”

ირკვევა, რომ ლეობილა რამდენიმე ხანში დააკავეს ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით და კორიდალოს ციხეში 11 თვე გაატარა. რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, სწორედ იქ გახდა დამოუკიდებელი და ცხოვრების რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა.

“ციხეში გავიგე, რომ ჩემი მეუღლე გადაჭარბებული დოზისგან გარდაიცვალა, 11 წლის მანძილზე შვილებთან შეხება არ მქონია, არც კი მინახავს ისინი. მათ დაბადების დღეებს მარტო აღვნიშნავდი. ჩემი მამამთილისა და დედამთილის მხრიდან იყო წინააღმდეგობა, არ მენდობოდნენ და ეს აბსოლუტურად ლოგიკური იყო.

37 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ ეროვნული გამოცდები ჩამებარებინა. როდესაც ბაკალავრის დიპლომი ავიღე, შემდეგ ამას მაგისტრატურა მოჰყვა და რამდენიმე წელიწადში უნივერსიტეტში ფიცს ვკითხულობდი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩემი ქალიშვილი ამ ცერემონიას ესწრებოდა. 2008 წლიდან აღვადგინე შვილებთან ურთიერთობა.”

ქ-ნ ფოტინი ახლა, 58 წლის ასაკში, ათენის უნივერსიტეტში ასწავლის და ამასთანავე მუნიციპალური მრჩეველია, ნარკომანიის საკითხებში.

“ვინ დაიჯერებდა, რომ ადამიანი, რომელსაც წლების წინ ომონიაზე მუყაოს კოლოფებში ეძინა, დღეს საზოგადოებისთვის გამოსადეგი გახდებოდა,” დასძინა მან.

onalem

ტესტ