fbpx
საბერძნეთი

“თუ საბერძნეთში აკრძალვები მოიხსნება, ეს ნიშნავს, რომ კოვიდს უპირობოდ დავნებდებით” – გიორგოს პავლაკის

პროფესორი გიორგოს პავლაკი ყოველთვის პესიმისტური განცხადებებით გამოირჩეოდა და ამჯერადაც მსგავს კომენტარს აკეთებს საბერძნეთში და მსოფლიოში პანდემიის კურსთან დაკავშირებით. ამერიკაში მოღვაწე მკვლევარის მოსაზრებით კოვიდთან ომი წააგო როგორც აშშ-მ, ასევე ევროპამ.

“ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კოვიდთან ომი წააგეს, ჩინეთი ბევრად უფრო უკეთ უმკლავდება. ვირუსი მთელ მსოფლიოში ვრცელდება, რადგან ამის უფლებას ვაძლევთ. ინფიცირებისა და სიკვდილიანობის გლობალური მაჩვენებელი კი, სულ უფრო და უფრო იმატებს.

საბერძნეთი განსაკუთრებით დაუცველია, რადგან 300.000 აუცრელი ჰყავს და ასევე იმის გამო, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს მესამე დოზა არ მიუღია. იმუნიტეტის კედელი იშლება და სამწუხაროდ, მათ, ვინც ვაქცინა 1 წლის წინ მიიღო და დაცული იყო, ახლა აღარ არიან. საბერძნეთი სულ უფრო და უფრო მაღალი რისკის ქვეშ დგება. 

კორონავირუსს არაფერი აქვს საერთო სხვა ვირუსებთან, რადგან ის რაღაც საშინელებას აკეთებს. ეპიდემიოლოგიურ ტალღებს ისე აახლოვებს, რომ ერთი ტალღა მეორეს მოსდევს, გვქონდა დელტა, რომელსაც მაშინვე მოჰყვა ომიკრონი. თუ ასე გაგრძელდება, სამუდამოდ ჩვენ გვერდით იქნება ეს საშინელი ვირუსი.

რაც შეეხება ზომების მოხსნას, ჩემი აზრით, ეს კოვიდის წინაშე პირდაპირ უპირობო დანებებას ნიშნავს,”აცხადებს პავლაკი.

onalem

ტესტ